The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით X

დაბადების თარიღი:14??
გარდაცვ. თარიღი:1526
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფე 1505-1525წწ., კონსტანტინე II-ის ძე; მის მეფობაში საქართველოს მეფე-მთავრებს შორის შინაფეოდალური ბრძოლა გრძელდებოდა; 1509 წელს აგვისტოში იმერეთის მეფემ ალექსანდრე II–მ დაიპყრო ქ. გორი და ქართლის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი, რომელიც დავით X-მ 1510 წელს დაიბრუნა; დავით X-ს ებრძოდა და ქართლს არბევდა კახეთის მეფე გიორგი II (ავგიორგი); 1513 წელს, როდესაც ბაგრატ მუხრანბატონმა გიორგი II შეიპყრო, დავით X-მ კახეთი დაიპყრო, მაგრამ მეფის მემკვიდრე მცირეწლოვანი  ლევანი მისმა მომხრე თავადებმა დამალეს; 1518 წელს ქართლს ირანელები შემოესიენ შაჰ ისმაილ I-ის მეთაურობით; დავით X-მ შაჰს მორჩილება აღუთქვა და ყოველწლიურად 300 საპალნე აბრეშუმის გადახდა იკისრა; კახეთის თავადებმა უფლისწული ლევანი მეფედ დასვეს; დავით X-მ კვლავ დაიპყრო კახეთი; ლევანი მაღნარის ციხეში გამაგრდა; დავით X-მ ალყა შემოარტყა ციხეს, მაგრამ ქართლში ოსმალთა რაზმის შემოსევის გამო იძულებული გახდა ალყა მოეხსნა და ქართლში დაბრუნებულიყო; ოსმალების განდევნის შემდეგ ლევანმა გაიმარჯვა; დავით X-მ ლევანი კახეთის მეფედ ცნო და მასთან მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კავშირი დადო; 1522 წელს დავით X ისმაილ I-ის წინააღმდეგ თელეთის ბრძოლაში დამარცხდა; თბილისის ციხეში ყიზილბაშები ჩადგნენ; 524 წელს, ისმაილ I-ის გარდაცვალების შემდეგ, დავით X-მ თბილისი აიღო და ქართლის საზღვრებში შემოსახლებული თურქმანები განდევნა; 1525 წელს ტახტი თავის ძმას — გიორგის გადასცა, თავად ბერად აღიკვეცა დამიანეს სახელით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.269


გააზიარე: