Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
დავით XI
Date of birth: | 15?? |
Date of death: | 15?? |
Category: | Royalty |
Biography
დავით XI, დაუთ–ხანი — ქართლის ხანი (ზოგიერთი ქართული წყაროს მიხედვით, ქართლის მეფე) 1569-1578წწ., ლუარსაბ I-ის ძე; დავით XI-მ უღალატა ძმას სიმონ I–ს და თავის მომხრე ქვემო ქართლის თავადებთან — ბარათაშვილებთან ერთად 1561 წელს ირანს გაემგზავრა და შაჰ-თამაზ I-ს ეახლა ყაზვინს; იგი გაამაჰმადიანეს, ვასალობის რაყამი უბოძეს, ქართლის ხანად დანიშნეს (1562) და ყიზილბაშთა ჯარით საქართველოში გამოგზავნეს; დავით XI განაგებდა მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლს, რომელიც ამ დროს ირანს ეპყრა; დანარჩენი ქართლი სიმონ I-ს ემორჩილებოდა, რომელსაც ფეოდალთა დიდი ნაწილი ერთგულობდა; ქართლში "ორიანობა" (ორმეფობა) დამყარდა; დავით XI-მ 1569 წელს ფარცხისის ბრძოლაში ყიზილბაშთა დახმარებით სიმონი დაამარცხა და ქართლის ერთადერთი მმართველი გახდა; დატყვევებული სიმონი ირანში გაგზავნეს; მაგრამ თავადთა უმეტესობა საჩინო ბარათაშვილის მეთაურობით კვლავ განაგრძობდა დავით XI-ისა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლას; დავით XI წელიწადში 20000 დუკატს უხდიდა ირანს ხარკად; 1578 წელს, როდესაც ოსმალეთის დიდი არმია მუსტაფა ლალა-ფაშას მეთაურობით საქართველოში შემოიჭრა, დავით XI-მ თბილისი გადაწვა და თავი ლორეს შეაფარა; ოსმალებმა ქართლი საფაშოდ გამოაცხადეს და თბილისში ფაში დასვეს; 1578 წელს ირანის მთავრობამ სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლში დააბრუნა ოსმალთა წინააღმდეგ საბრძოლველად; დავით XI-მ ციხეები ოსმალთა სარდალს გადასცა, თვითონ კი სტამბოლში წავიდა, სადაც პატივით მიიღეს და სარჩოდ ორი სანჯაყი უბოძეს; დავით XI-ის ვაჟებმა ბაგრატმა და ხოსრომ ჯერ კახეთს შეაფარეს თავი, შემდეგ კი ირანში წავიდნენ; დავით XI-მ ოსმალეთში რამდენიმე წელი დაჰყო და იქვე გარდაიცვალა; ოსმალეთში ყოფნის დროს ორი ოსმალური კარაბადინისაგან ერთი ქართული საექიმო წიგნი "იადიგარ დაუდი" შეადგინა და საქართველოში გამოგზავნა.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.270
|