შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან კასრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს. 1961–1971წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის მე–9 სამუსიკო სკოლაში, I და III სამუსიკო სასწავლებლებში და თელავის სამუსიკო სასწავლებელში; 1971–1975წწ. იყო ქ. სიღნაღის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; 1975–1977წწ. საქართვრლოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის მუსიკალური განყოფილების უფროსი, 1977 წლიდან ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის ანსამბლ "თბილისური კამერატას" დირექტორი; მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კამერულ–ვოკალურ და კამერულ–ინსტრუმენტულ ჟანრებს: ფანტაზია ორი ფორტეპიანოსათვის, ორი ეტიუდი ფორტეპიანოსათვის, "ბურლესკა" კამერული ორკესტრისათვის, მრავალი სიმღერა მათ შორის საბავშვო სოლო და საგუნდო: "აბა, დელი"(კ. კასრაძის სიტყვებზე), "განთიადი"(ა. წერეთლის სიტყვებზე), "გაზაფხული", "ზაფხული" (შ. მღვიმელის სიტყვებზე), "ტოროლა" (მ. ფოცხიშვილის სიტყვებზე); მუსიკა საქართველოს თოჯინების თეატრის სპექტაკლისათვის "ბუტია". წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 204 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |