The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან კასრაძე

ლევან კასრაძე
დაბადების თარიღი:25 იანვარი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს.

1961–1971წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის მე–9 სამუსიკო სკოლაში, I და III სამუსიკო სასწავლებლებში და თელავის სამუსიკო სასწავლებელში; 1971–1975წწ. იყო ქ. სიღნაღის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი; 1975–1977წწ. საქართვრლოს მუსიკალურ–ქორეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდიუმის მუსიკალური განყოფილების უფროსი, 1977 წლიდან ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის ანსამბლ "თბილისური კამერატას" დირექტორი; მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კამერულ–ვოკალურ და კამერულ–ინსტრუმენტულ ჟანრებს: ფანტაზია ორი ფორტეპიანოსათვის, ორი ეტიუდი ფორტეპიანოსათვის, "ბურლესკა" კამერული ორკესტრისათვის, მრავალი სიმღერა მათ შორის საბავშვო სოლო და საგუნდო: "აბა, დელი"(კ. კასრაძის სიტყვებზე), "განთიადი"(ა. წერეთლის სიტყვებზე), "გაზაფხული", "ზაფხული" (შ. მღვიმელის სიტყვებზე), "ტოროლა" (მ. ფოცხიშვილის სიტყვებზე); მუსიკა საქართველოს თოჯინების თეატრის სპექტაკლისათვის "ბუტია".

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 204

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1984-1991)

გააზიარე: