შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ვირსალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962–1963წწ. იყო სოფელ ქსოვრისის საექიმო უბნის გამგე; 1963–1964წწ. თბილისის აეროპორტის პოლიკლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1964–1965წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი; 1966–1969წწ. ასპირანტი; 1969–1974წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1984წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984–1997წწ. სწავლული მდივანი. 1997 წლიდან ფუნქციური ნეიროდიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეფტოლოგიის, ანგიონევროლოგიისა და ნეიროონკოლოგიის საკითხებზე. ექიმი–ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცერებრული ჰემოდინამიკის თავისებურებანი ეპილეფსიის დროს". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.107 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |