The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ვირსალაძე

მიხეილ ვირსალაძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1963წწ. იყო სოფელ ქსოვრისის საექიმო უბნის გამგე; 1963–1964წწ. თბილისის აეროპორტის პოლიკლინიკის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1964–1965წწ. ნევროლოგიის ინსტიტუტის ორდინატორი; 1966–1969წწ. ასპირანტი; 1969–1974წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1974–1984წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984–1997წწ. სწავლული მდივანი. 1997 წლიდან ფუნქციური ნეიროდიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის ეპილეფტოლოგიის, ანგიონევროლოგიისა და ნეიროონკოლოგიის საკითხებზე. ექიმი–ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცერებრული ჰემოდინამიკის თავისებურებანი ეპილეფსიის დროს".

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.107

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო საერთაშორისო ლიგა, წევრი
  • მსოფლიო ნევროლოგთა ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს ნევროლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: