The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ დავითაია

ვასილ დავითაია
დაბადების თარიღი:2 აგვისტო, 1951  (72 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭალადიდი, ფოთის მახლობლად.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1973 წელს; ისტორიულ–იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს.

1973 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა ეკონომისტად; 1979-1993წწ. მუშაობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1993-1994წწ. იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს განყოფილების უფროსი; 1994-1995წწ. ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ სამმართველოს უფროსი; 1995-1997წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1997-2002წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მატერიალურ–ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავჯდომარე; პოლიციის გენერალ–მაიორი (1999).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.270; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.179

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: