Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაატა დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა გულრიფში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1994 წელს. 1992–1993წწ. იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამხედრო პოლიციის გამომძიებელი; 1995–1996წწ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი; 2001–2002წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი; 2002-2003წწ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი; 2003-2004წწ. სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1995–2004წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი; 2004 წლიდან არის თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლექტორი საერთაშორისო სამართალში; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის; იუსტიციის გენერალ–მაიორი (2003), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006). მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება (2003). ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.272; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.142 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |