The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გულბაათ დავითაშვილი

გულბაათ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:3 თებერვალი, 1982  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში 1919-1922წწ.; საბალეტო ხელოვნებას ეუფლებოდა ბერლინში ე. ნიკოლაევთან 1922-1924წწ.; 1926-1931წწ. პარიზში ო. პრეობრაჟენსკაიასთან.

1929 წელს მონტეკარლოში გამოვიდა დებიუტით, პ. ჩაიკოვსკის ბალეტ "შჩელკუნჩიკში" "რუსულ ბალეტში". 1929 წლიდან არის ი. რუბენშტეინის საბალეტო დასის სოლისტი. გ. დავითაშვილი გამოდიოდა ნიჟინსკისა და ვოიცეზოვსკისთან ერთად პარიზის "გრანდ ოპერაში", "მონტე კარლოში", ლონდონში "კონვენტ გარდენში", იტალიის, ესპანეთის და ევროპის სხვა ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე, სადაც ასრულებდა სხვადასხვა საცეკვაო პარტიებს. 1954-1955წწ. იყო ტაჯიკეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი ბალეტმაისტერი; იქვე დადგა ყარა ყარაევის "შვიდი მზეთუნახავი" (1954); ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში – მ. რაველის "ბოლერო", "დაფნისი და გლორია", შტრაუსის "ვალსი", (1959); ვებერის "ვარდის ჩვენებები", გლინკას "არაგონის როტა" და სხვა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში – ი. მოროზოვის "ექიმი აიბოლიტი" (1949), პ. სოგეს "მოხეტიალე კომედიანტები" (1968); გ. დავითაშვილს აქვს გაკეთებული მრავალი ქორეოგრაფიული დადგმა პარიზის ტელესტუდიისათვის და კინოსათვის. მან საგასტროლოდ იმოგზაურა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში, ცეკვები დადგა ასევე კინოფილმებში: "მამლუქი", "ბაში–აჩუკი", "ფიროსმანი"; შესრულებული როლები: მაკნატუნა (პ. ჩაიკოვსკის "მაკნატუნა"), მოცეკვავე (მ. რაველის "ბოლერო", ნ. რიმსკი–კორსაკოვის "ესპანური კაპრიჩიო"); ბალეტის სოლისტი, ბალეტმაისტერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.276; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო. -თბ., 1992 .- გვ.83-84; georgianencyclopedia.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: