The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ დავითაშვილი

ზურაბ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:24 ივლისი, 1953  (70 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პოლიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია–გეოლოგიის ფაკულტეტი 1976 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა მეორადი ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით 1978 წელს.

სხვადასხვა დროს სწავლობდა და მოღვაწეობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის, რაბათის (მაროკო), ჯონზ ჰოპკინზის და ტაფტის (აშშ) უნივერსიტეტებში; 1979 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1996-2005წწ. იყო საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე; 1987-1991წწ. ხალხთა მეგობრობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1996წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ურთიერთობების კვლევების ცენტრის ეთნოსოციოლოგიის განყოფილების გამგე; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახურის ექსპერტი; 1995-1999წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის კონსულტანტი; 2000-2004წწ. პოლიტოლოგიის ინსტიტუტის გეოპოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი; 2008-2009წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი; 2005 წლიდან არის სოციალურ–პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი; ავტორია 65 სამეცნიერო შრომის, მათ შორის: 3 მონოგრაფია, უმაღლესი სკოლის 3 და საშუალო სკოლის 5 სახელმძღვანელო; პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). 

საკანდიდატო დისერტაციის თემა: - "მაროკოს ურბანიზაციისა და ქალაქების განვითარების ძირითადი საკითხები", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაციონალიზმი და საერთაშორისო პოლიტიკა: ტრანსფორმაცია-გლობალიზაციის ერაში", დაიცვა 2003 წელს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.276; საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge;  საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.143; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.100-101

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო კვლევების მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება , წევრი
  • საქართველოს მე–6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, წევრი (2009-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: