შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სიონი, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1972 წელს. 1974-1976წწ. მუშაობდა ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში; 1994-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2007 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელია; კვლევის თემაა: ატმოსფეროს ფიზიკის ამოცანების რიცხვითი მოდელირება; ფიზიკა–მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.276; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.144 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |