The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ დავითაშვილი

იოსებ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:13 ივლისი, 1850
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1887  (36 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ერეკლე მეფის სასახლის გალავანი
კატეგორია:პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გარდატენი, გორის რაიონი.

1880 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსების პირველი კრებული – "სტვირი"; მისი პატრიოტული ლირიკა ("წუთისოფელში ცხოვრება", "ახალ მოლექსეს", "მოხუცის სინანული") "თერგდალეულთა" ზეგავლენას განიცდიდა; პოეტის ზოგიერთი ლექსი სიმღერად იქცა ("სამშობლო", "მუშის სიმღერა", "ბედის წყარო"); ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად პოეტს ცოდნის შეძენა მიაჩნდა; ცოცხალი სასაუბრო მეტყველება, გულწრფელობა და უშუალობა მის ლექსებს ხალხურ პოეზიასთან აკავშირებს; მისი პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.277; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.39

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: