The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერი დავითაშვილი

მერი დავითაშვილი
Legal name:მარიამ დავითაშვილი
Date of birth:14 November, 1907
Date of death:4 August, 1975  (at 67 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მელაანი, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა ქალთა მე-12 ტექნიკუმი; აკაკი ფაღავას დრამატული სტუდია 1926 წელს.

1921 წლიდან მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, ხაშურში დ. ძნელაძის ხელმძღვანელობით არსებულ დრამატულ წრეში. მან შეასრულა თელის როლი უ. ჰაჯიბეკოვის მუსიკალურ კომედიაში "არშინ მალ ალან"; მცირე ხნით მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრში; 1927 წლიდან თბილისის მუშათა თეატრში, სადაც დიდი წარმატება ხვდა თეატრის სცენაზე განხორციელებულ სპექტაკლებში; 1928 წლიდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში; შექმნა ისეთი დაუვიწყარი სახეები, როგორიცაა: ხორეშანი (ი. ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!"), ანა პავლოვნა (ა. სამსონიას "ბაგრატიონი"), პეპელა (გ. მდივნის "ვარდო"), ქარმინია (შექსპირის "ანტონიოს და კლეოპატრა"), ნიმფა (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), ძიძა (ნაზიმ ჰიქმეთის "ლეგენდა სიყვარულზე"), დედა (ლ. ლეონოვის "შემოსევა "), ანეტა (ა. აღლაძის "მღელვარე დღეები"), ჯავარა (ვაჟა–ფშაველას "მოკვეთილი") და სხვა; კინოში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: თიმსალ-მაკო ("ბაში-აჩუკი", 1956), მარო ("ნინო", 1959), თებრო ("თეთრი ქალიშვილი"), ქაბატო( "ქეთო და კოტე", 1948), არჩილის გამზრდელი ("ოთარაანთ ქვრივი", 1957) და სხვა. თეატრისა და კინოს მსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.277; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.104; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge

Awards and Honors

  • 1960 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1950 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: