Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ კვირიკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო). 1935 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, 1935–1939წწ. ასწავლიდა მუსიკის ისტორიას თბილისის VI და VII სამუსიკო სკოლებში, 1935–1962წწ. სამუსიკო სასწავლებელში, 1959–1963წწ. ქ. გორის სამუსიკო სასწავლებელში; 1939 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პედაგოგი, 1973 წლიდან დოცენტი (საზღვარგარეთის ქვეყნებისა და რუსული კლასიკური მუსიკის ისტორიის კურსები); 1939 წლიდან თანამშრომლობდა ცენტრალურ და რესპუბლიკურ პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებთან; როგორც ლექტორი ეწეოდა სამეცნიერო–საგანმანათლებლო მოღვაწეობას საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში; დაწერილი აქვს: სასწავლო პროგრამები, საინფორმაციო–საცნობარო ნამუშევრები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში. დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მეუღლის შ. აზმაიფარაშვილის გვერდით. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 211; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.58; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 10 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |