შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა კილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1956 წელს (საფორტეპიანო), 1957 წელს (თეორიულ–საკომპოზიციო). 1955–1956წწ. ასწავლიდა სპეციალურ ფორტეპიანოს V სამუსიკო სკოლაში, 1956–1969წწ. მუსიკის ისტორიას, ამავე დროს იყო კონცერტმეისტერი III სამუსიკო სკოლაში, 1966 წლიდან ასწავლიდა მუსიკის ისტორიას თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში; 1968 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის კათედრის პედაგოგი, 1976 წლიდან უფროსი პედაგოგი, 1980 წლიდან დოცენტი; დაწერილი აქვს: ნაშრომები კრებულებად, სტატიები პერიოდულ ბეჭდურ გამოცემებში (ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება"); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული ბალეტის მუსიკა (30–40–იან წლებში)", დაიცვა 1979 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 219; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.362 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |