შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ინა ზაიჩიკი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს. 1978–1979წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1979–1981წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპია–კარდიოლოგიის კათედრაზე; 1981–1991წწ. იყო ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1992–1997წწ. თერაპია–კარდიოლოგიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო მეცნიერების განყოფილების უფროსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქინიდინის მონოთერაპიითა და მისი დიგოქსინთან კომბინაციით გამოწვეული ჰემოდინამიკური ცვლილებები გულის რიტმის დარღვევის დროს", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.108
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |