The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ზარქუა

ვიქტორ ზარქუა
დაბადების თარიღი:29 მარტი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ვინნიცის (უკრაინა) სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1950 წელს.

1951–1957წწ. იყო სოხუმის მეორე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1957–1965წწ. აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1965–1993წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1981–1993წწ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; იყო სამამულო ომის ინვალიდთა რესპუბლიკური კლინიკური ჰოსპიტლის ქირურგი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ორგანიზმში ემოციურ ცვლილებებს ოპერაციულ ტრავმასთან დაკავშირებით და კუჭის სეკრეციულ–მოტორული ფუნქციების შესწავლას რეზექციამდე და შემდგომ პერიოდში. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქირურგიულ ავადმყოფთა წინასაოპერაციოდ მომზადებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში გატარების საკითხები", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.108; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.202

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ასსრ ქირურგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1981-1993)
  • სამეცნიერო–პედაგოგიური ჟურნალის "მედიკოსი"–ს სარედაქციო კოლეგია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - მედალი "მხედრული მამაცობისთვის"
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1975 - აფხაზეთის ასსრ დამსახურებული ექიმი

გააზიარე: