შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ კუხიანიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1969 წელს. 1963–1966წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს თბილისის მე–60 სკოლასთან არსბულ სამუსიკო ათწლედში; 1975–1980წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე; მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ვალტორნასა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1967), პიესები სიმფონიური ორკესტრისათვის(1969), სიმფონიები(1970, 1972, 1977); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – საფორტეპიანო მინიატურები(1964), ვარიაციები 11 ინსტრუმენტისათვის(1965), სიმებიანი კვარტეტი(1973); მუსიკა დრამატული სპექტაკლებისათვის(1974,"ტაკიმასხარა", "კვაჭი კვაჭანტირაძე", 1977, "ეზოში ავი ძაღლია") და კინოფილმებისათვის(1968, "აკადემიკოსი მუსხელიშვილი" – დოკუმენტური, 1969, "ფიროსმანი", 1974, "ლადო გუდიაშვილი" – დოკუმენტური, 1980, "არასერიოზული კაცი", 1981, "ძველი სახლი", 1987, "ცარიელი ბინა"); იგი ასევე დაინტერესებული იყო ჰიდროაეროდინამიკით, ჰქონდა რიგი საინტერესო გამოგონებები – არატრადიციული წყალზედა და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებისა. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 234; geocinema.ge
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |