The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ლორთქიფანიძე

ქეთევან ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1993  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1931 წელს (საფორტეპიანო), 1937 წელს (თეორიულ–საკომპოზიტორო).

1931–1934წწ. ასწავლიდა ფორტეპიანოს თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში, 1939 წლიდან მუსიკის ლიტერატურას თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში ("ნიჭიერთა ათწლედი"); დაწერილი აქვს: მრავალი საგაზეთო რეცენზია, რიგი კვლევებისა ქართული მუსიკის შესახებ: "ქართული საბჭოთა რომანსის განვითარების ძირითადი ეტაპები", "ქართული საფორტეპიანო მუსიკა", "ქართული კლასიკური რომანსი".  

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 246; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 2008.- გვ.100

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1942-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1960 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

გააზიარე: