The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაგდა ანიკაშვილი

მაგდა ანიკაშვილი
ოფიციალური სახელი:მაგდალინა ანიკაშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1981  (42 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი კინოჟურნალისტიკის სპეციალობით 2004 წელს.

2003-2008 წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას: 2003-2004წწ. ტელესამაუწყებლო კომპანია "მეცხრე არხის" გადაცემა "დილის" წამყვანი; 2005-2006 წწ. ტელეკომპანია "რუსთვი–2"-ის გადაცემა "დილა მშვიდობისა საქართველოს" წამყვანი; 2006-2008 წწ. ტელეკომპანია "იმედი", გადაცემების "ქრონიკისა" და "ღია ეთერის" წამყვანი; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი (2008-2012); 2014 წელს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხის გადაცემა "მშვიდობით იარაღო" კონსულტანტი და ერთ-ერთი წამყვანი; 2015 წლიდან ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემის, "მაესტროს ფაქტორის" წამყვანი. 

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 67

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", მდივანი (2008-2012)
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, წევრი

გააზიარე: