The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ ანჯაფარიძე

კახაბერ ანჯაფარიძე
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1998 წელს.

2001–2004წწ. საადვოკატო კომპანია "სანდო", ადვოკატი; 2004 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანაშემწე; 2004 –2005წწ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანაშემწე; 2005 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის მთავარი მრჩეველი; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის მთავარი კონსულტანტი; 2006–2007წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის კანონშემოქმედებითი და სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი; 2007–2008წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სამსახურის კანონშემოქმედებითი და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი. 2008 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი. - თბ., 2015. -გვ. 67

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წევრი (2009-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)

გააზიარე: