შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ არსოშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 2005 წელს და იურიდიულ-ფსიქოლოგიური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2000-2004წწ. საქართველოს შსს, სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი, ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2004 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ოპერატიული თანამშრომელი; 2004-2005წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, ქ. თბილისის პირველი განყოფილების უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი; 2006-2007წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი; 2007 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მეორე სამმართველოს უფროსი; 2007–2008წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი; 2008 წელს ქ. თბილისის მერის მოადგილე; საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი (2008-2009); 2009-2010წწ. საქართველოს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2010-2011წწ. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი; 2011-2012წწ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე; 2012 წლიდან სააქციო საზოგადოება თელასის კომერციულ დირექტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 71 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |