The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ახვლედიანი

გიორგი ახვლედიანი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:თეოლოგი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტი 1997 წელს.

1994-2008წწ. ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას: 1994-2003წწ. საქტელერადიო დეპარტამენტი, "მოამბე" ჟურნალისტი საქართველოს რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაცია, რედაქტორი; 2000-2004წწ. შპს ტელერადიოკომპანია "ალიონი", პროგრამის წამყვანი; 2002–2003წწ. საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა, პროგრამის წამყვანი; 2003–2008წწ. შპს "ტელეიმედი", საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, პოლიტიკური პროგრამა "ქრონიკის" წამყვანი, გადაცემა "დროების" კორესპონდენტი.  პარლამენტის წევრი: პარტიული სიით "გიორგი თარგამაძე-ქრისტიან-დემოკრატები";  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი (2010-2012), განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2008), უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი (2008-2010). მიღებული აქვს ჟურნალისტური პრემია "ოქროს ფრთა" (2007).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ.75

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები", წევრი, თავმჯდომარე (2008-2012)
  • ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, წევრი

გააზიარე: