შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამინ ბაირამოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გარდაბანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს. 2000–2004წწ. არასამთავრობო ორგანიზაცია – კავშირი კულტურათშორისი ურთიერთობა ქვემო ქართლში – "ხიდი", სხვადასხვა პროექტების დირექტორი; 2004–2008წწ. მუშაობდა ადგილობრივი თვითმართვლობის ორგანოებში: გარდაბნის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოადგილე; გარდაბნის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 80 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |