შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ბასიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კეხვი, ცხინვალის რაიონი. დაამთავრა "ლეგია და კომპანიას" უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2004 წელს. 2004-2005 წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი, ქართულ–ოსური კონფლიქტის პრობლემების მოწესრიგების სამსახურის მრჩეველი; 2006–2008წწ. ქურთას მუნიციპალიტეტი, საკრებულოს თავმჯდომარე; 2008-2012 წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი N85 ლიახვის საარჩევნო ოლქიდან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის", პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, ტერიტერიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრი; 2012-2013წწ. შიდა ქართლში გუბერნატორის მოადგილე; 2020 წლის 17 იანვრიდან საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებფვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 85 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |