შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბეჟან ბუცხრიკიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ალისუბანი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1982 წელს. 1983-1984წწ. სასოფლო მშენებლობის სამინისტროს N69 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის უფროსი, ინჟინერ-ეკონომისტი; 1984-1986წწ. თერჯოლის რაიაღმასკომის საგეგმო კომისიის ეკონომისტი; 1986 წელს რაიაღმასკომის ინსტრუქტორი; 1986-1987წწ. რაიაღმასკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1986-1990წწ. თერჯოლის კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი; 1990-1995წწ. სახელმწიფო სტატისტიკის თერჯოლის განყოფილების გამგე; 1995-1999წწ. და 1999-2002წწ. საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N49 თერჯოლის საარჩევნო ოლქი, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2003წწ. თერჯოლის რაიონის გამგებელი; 2004 წელს იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე; 2004-2008წწ. და 2008-2012წწ. საქართველოს მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: N49 თერჯოლის საარჩევნო ოლქი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/ კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.103 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |