შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა გაჩეჩილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1992 წელს; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია, დიპლომატთა გადამზადების ფაკულტეტი 1996 წელს; ი. ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2004 წელს. 1984-1985წწ. ამწყობ-ზეინკალი, სახეხი ჩარხების ქარხანა; 1985-1988წწ. რიგითი, სერჟანტი, სამხედრო სამსახური; 1993-1996წწ. წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტი; 1994-1996წწ. სპეცკორესპონდენტი, გაზეთი "გულანი"; 1995 წელს სამოქალაქო დიპლომატიის საერთაშორისო კომიტეტი; 1996-1997წწ. ექსპერტ-კონსულტანტი, საქართველოს პარლამენტი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი; 1997-2000წწ. ექსპერტ-კონსულტანტი; ლექტორი თბილისის უნივერსიტეტის "ლეგია და კომპანია"; 2000-2002წწ. ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი; 2000-2001წწ. რეფერენტი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება; 2001–2006წწ. ლექტორი, სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო აკადემია; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008–2009წწ. კონსულტანტი, კონფლიქტების მართვის ინსტიტუტი; 2008–2010წწ. დოქტორანტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; 2009-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. კონფლიქტოლოგიის საპატიო დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი:parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 111 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |