The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა გაჩეჩილაძე

მამუკა გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:10 აპრილი, 1967  (52 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია; ი. ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი.

1984-1985წწ. ამწყობ-ზეინკალი, სახეხი ჩარხების ქარხანა; 1985-1988წწ. რიგითი, სერჟანტი, სამხედრო სამსახური; 1993-1996წწ. წამყვანი სპეციალისტი, საქართველოს პარლამენტი; 1994-1996წწ. სპეცკორესპონდენტი, გაზეთი "გულანი"; 1995 წელს სამოქალაქო დიპლომატიის საერთაშორისო კომიტეტი; 1996-1997წწ. ექსპერტ-კონსულტანტი, საქართველოს პარლამენტი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი; 1997-2000წწ. ექსპერტ-კონსულტანტი; ლექტორი თბილისის უნივერსიტეტის "ლეგია და კომპანია"; 2000-2002წწ. ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი; 2000-2001წწ. რეფერენტი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი; 2008–2009წწ. კონსულტანტი, კონფლიქტების მართვის ინსტიტუტი; 2008–2010წწ. დოქტორანტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი; 2001–2006წწ. ლექტორი, სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო აკადემია; 2009-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. კონფლიქტოლოგიის საპატიო დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი (2009-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარის მოადგილე (2009-2012)

გააზიარე: