შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა მესხი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1953 წელს(საფორტეპიანო), 1954 წელს(თეორიულ–საკომპოზიტორო). 1953 წლიდან იყო კონცერტმეისტერი, 1960 წლიდან თბილისის II სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი; 1954 წლიდან საქართველო სახელმწიფო ფილარმონიის ლექტორი; 1969 წლიდან ასწავლიდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკონცერტმეისტერო დახელოვნების კათედრაზე; დაწერილი აქვს სტატიები პერიოდულ გამოცემებში, ჟურნალებში – "რა უშლის ხელს ქართული ოპერის განვითარებას?" (1956, "საბჭოთა მუსიკა"), "კამერული მუსიკის საღამო" (1957, "საბჭოთა ხელოვნება), "საინტერესო კლასიკური კონცერტი" (1958, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქართული დეკადის წინაშე" (1953, "საბჭოთა მუსიკა"), "არფისტი ნატალია ავალიანი" (1958, "საბჭოთა ხელოვნება"), "პიანისტი თენგიზ ამირეჯიბი" (1958, "საბჭოთა ხელოვნება"). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |