The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა გელაშვილი

ზაზა გელაშვილი
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1974  (50 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ყვარელი.

დაამთავრა საქართველოს ბიზნესის ორგანიზაციისა ტექნოლოგიის ინსტიტუტი კვების მრეწველობის ტექნოლოგიის და მენეჯმენტის სპეციალობით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

1998–1999წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაზვერვის მთავარი სამმართველო, სერჟანტი; 1999–2006წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის მთ. სამმართველო, ჯგუფის მეთაური; 2000– 2002წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, "კომანდოს" ბატალიონის მეთაურის მოადგილე; 2002–2004წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სამსახურის უფროსი; 2004–2006წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, კახეთის რეგიონის სამმართველოს უფროსი; 2006–2007წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის კონტრდაზვერვის მთ. სამმართველოს უფროსი; 2007–2008წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, N16 ყვარლის საარჩევნო ოლქი, " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, პრეზიდიუმის წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 114

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2014)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - ღირსების ორდენი

გააზიარე: