შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მამუკა გოგატიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კემბრიჯის ინტერნაციონალური კოლეჯი. 1989–1990წწ. ს/გ "ჭიათურმანგანუმი", მუშა; 1994–1996წწ. ჭიათურის სასწავლო–სამეცნიერო ცენტრი, ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტი, პედაგოგი; 1995–1999წწ. ჭიათურის მერია, მერის მრჩეველი, მერიის ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი; 1999–2000წწ. ჭიათურის რაიონის გამგეობა, გამგებლის პირველი მოადგილე; 2000–2004წწ. ჭიათურის საგადასახადო ინსპექცია, ინსპექციის უფროსი; 2004-2004წწ. ქუთაისის საგადასახადო ინსპექცია, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ჭიათურის განყოფილება, უფროსი; 2006–2008წწ. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, გამგებელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |