The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოგუაძე

გიორგი გოგუაძე
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1973  (51 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1995 წელს.

1992-94წწ. აგროსამრეწველო ორგანიზაცია "სამგორი", მარკეტინგის განყოფილების უფროსი; 1994 წელს "საქართველოს ექსპორტ-იმპორტი" ბანკი, პრეზიდენტის თანაშემწე; 1995-1996წწ. სს "გაერთიანებული ქართული ბანკი" დილინგის განყოფილების უფროსი, ბანკის N14 ფილიალის მმართველის მოადგილე; 1996-1999წწ. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, უფროსი სპეციალისტი; 1996-1999წწ. სს "ინდუსტრიაბანკი" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2000-2002წწ. სს "აგრომრეწვბანკი" დირექტორი; 2002-2003წწ - სს "საქართველოს სახალხო ბანკი"-ს დირექტორი; 2003-2008წწ.  ს.ს. "საქართველოს სახალხო ბანკის" გენერალური დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟრიტარი №5 ისანის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 130

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამბოს ეროვნული ფედერაცია, პრეზიდენტი (2007-)
  • სამთო-სათხილამურო ფედერაცია, ვიცე პრეზიდენტი (2007-)
  • საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია, წევრი (2005-)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2008-2012)

გააზიარე: