შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გოდაბრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1993 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით საერთაშორისო ბიზნესი და საგარეო ვაჭრობა. 1992–1993წწ. საქართველოს ტელე–რადიო დეპარტამენტი, საინფორმაციო პროგრამის წამყვანი; 1994–1995წწ. სააქციო კომერციული "თბილუნივერსალბანკი", მმართველის მოადგილე; 1997–2000წწ. მთაწმინდის რაიონის გამგეობა, ახალგაზრდულ საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, მთავარი რწმუნებული; 2000–2003წწ. ქ. თბილისის მერია, ახალგაზრდულ საქმეთა სამმართველო, უფროსი; 2002–2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2003–2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2004–2005წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საბაჟო დეპარტამენტი, თავმჯდომარე; 2005–2007წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2007-2008წწ. შპს. "სახელმწიფო ელექტროსისტემა" ადმინისტრაციული აღმასრულებელი დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2020წ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |