The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ტატიანა კოჩიევა–ნეპომნიაშიაია

დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1953  (71 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კაუნასი(ლიტვა).

დაამთავრა ქ. ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს(საკომპოზიციო და მუსმცოდნეობა).

1977–1978წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს ლენინგრადის კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სკოლაში, 1979 წელს მუსიკის თეორიის საგნებს ქ. ცხინვალის მუსიკალურ სასწავლებელში; შექმნილი აქვს: სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1976), სიმფონიური პოემა(1977), კამერულ ინსტრუმენტული ნაწარმოებები – ვარიაციები ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიოანოსათვის(1971), პიესა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1972), რომანსი ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1972), პიესა ჰობოისა და ფორტეპიანოსათვის(1973), პიესა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის(1974), პიესა ხის ჩასაბერი ინსტრუმენტების კვარტეტისათვის(1974), საბალეტო სიუიტა სიმებიანი კვარტეტისათვის(1974), კონცერტი ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის(1983), საკონცერტო პიესა სოპრანო საქსაფონისა და ფორტეპიანოსათვის(184); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1971, ბ. ტიუტჩევის სიტყვებზე), ორი რომანსი ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1972, ხ. მატეოს სიტყვებზე); საესტრადო ნაწარმოებები – ინტერმეცო საესტრადო–სიმფონიური ორკესტრისათვის(1979), სიმღერები; სტატიები ბეჭვდურ გამოცემებში; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1984 წელს. 

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 228


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1979-19??)

გააზიარე: