შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნატო მოისწრაფიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1958–1962წწ. იყო თბილისის 29–ე საშუალო სკოლის მუსიკალური აღზრდის განყოფილების გამგე და ფორტეპიანოს პედაგოგი; 1966–1967წწ. ასწავლიდა მუსიკის თეორიის საგნებს ქ. ფოთის სამუსიკო სასწავლებელში; 1967–1969წწ. იყო საქართველოს რადიოს მუსიკალური გადაცემების უფროსი რედაქტორი; 1969–1975წწ. გამომცემლობა "ხელოვნებას" მუსიკალური ლიტერატურის რედაქციის გამგე; დაწერილი აქვს: "მზიანი საქართველოს ხელოვნება", "შალვა მშველიძე"(1975), "რუსულ–ქართული საგუნდო ურთიერთობები"; სტატიები პერიოდულ გამოცემებში, ჟურნალებში – "კონცერტები და პრესა"(1974, "საბჭოთა ხელოვნება"), "ნიკო შარაბიძე"(1978, "საბჭოთა ხელოვნება"), "მუსიკა, ძმობა, სიყვარული"(1980, "დროშა", მუსიკის დღეებზე აფხაზეთში), "საგუნდო მუსიკის ოსტატი"(1982, "მუსიკალური ცხოვრება", ი. ჩიმაკაძეზე); ავტორია მრავალი საგაზეთო სტატიის და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების ანოტაციების. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 283 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |