შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირზა დავითაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ნიურნბერგის სამხატვრო აკადემია (გერმანია) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1993–1994წწ. საქართველოს სახელმწიფო კინოსტუდია, მხატვარი–მულტიპლიკატორი; 1994–1995წწ. "Cartoon-Film" (ბერლინი), მხატვარი–მულტიპლიკატორი; 1995წწ. "Penta-TV" (ჰამბურგი), დამდგმელი მხატვარი; 1996–1999წწ. "Intermedien" (ნიურნბერგი), დამდგმელი მხატვარ–დიზაინერი; 1999–2002წწ. "Publicis MCD" (ერლანგენი), დამდგმელი მხატვარ–დიზაინერი; 2004–2008წწ. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი, მინისტრის მოადგილე, მინისტრის მრჩეველი; 2008-2009წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი; 2009-2012წწ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |