შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ დავითაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის სპეციალობით 1979 წელს და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი მეტყევე–ინჟინრის სპეციალობით 1981 წელს. 1979-1980წწ. "საქსოფლმშენმონტაჟი" მუშა; 1980-1983წწ. საბინაო-სამშენებლო კოოპერატიული გაერთიანება "თელავი", ინსპექტორი, გამგეობის თავმჯდომარე; 1986-2002წწ. თელავის კომუნალურ საწარმოთა კომბინატი, საბინაო-საექსპლოატაციო კანტორის უფროსი, საბინაო-კომუნალური მეურნეობის უფროსი; 2002-2005წწ. ქ. თელავის გამგებელი; 2005-2006წწ. თელავის რაიონის გამგებლის მოადგილე; 2006-2007წწ. შ.პ.ს. თელავის რაიონის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიურო, დირექტორი; 2007წწ. შ.პ.ს. თელავის ინფრასტრუქტურისა და უზრუნველყოფის სამმართველო, დირექტორი; 2009-2011წწ. თელავის მუნიციპალიტეტი, გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებელი; 2011-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №17 თელავის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.142 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |