The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლაშა დამენია

ლაშა დამენია
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1974  (49 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 1995 წელს.

1993-1994წწ. თავდაცვის სამინისტრო, თბოტექნიკოსი, პასუხისმგებელი შემსრულებელი; 1994-1995წწ. N1 სამხედრო სამშენებლო რაზმი, კადრების ინსპექტორი; 1995-2004წწ. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას; 1997-2001წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, სამეგრელოს ინსპექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო სიით "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", რეგიონალური პოლიტიკის, თვითმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის", უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.145

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი (2004-)
  • პოლიტიკური გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატები", ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე (2001-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2016-2017)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონები" , წევრი (2017-)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, წევრი (1997-2001)

გააზიარე: