შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ასლან თავდგირიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ახალშენი, ხელვაჩაურის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი 1986 წელს. 1977–1978წწ. ქ. ბათუმის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველო, მუშა; 1978–1980წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1981–1985წწ. ბათუმის სარემონტო კანტორა, მუშა; 1985–1990წწ. ხელვაჩაურის მოძრავ–მექანიზებული კოლონა N45, მუშა, ოსტატი; 1991-1993წწ. ახალშენის საკრებულოს მდივანი; 1993–1997წწ. ფირმა "ბანა–XX" პრეზიდენტი; 1997–2008წწ. შპს "ბანა", დირექტორი. 2008 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე, გამგებელი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.168 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |