Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თარგამაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1995 წელს. 1992–1993წწ. ტელეკომპანია "იბერვიზია", დიქტორი, საინფორმაციო პროგრამა "მონიტორის" მთავარი რედაქტორი; 1993–1995წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანიის დირექტორი; 1995–1997წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოსთან არსებული ტელერადიოსტუდიის დირექტორი; 1997–1999წწ. საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაცია, რეჟისორის ასისტენტი, აჭარის განყოფილების საკუთარი კორესპონდენტი; 1997–1999წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი; 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004–2008წწ. შპს "ტელეიმედი", საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამის დირექტორი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2010წწ. საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი (2013); 2019 წლიდან ტელეკომპანია "ფორმულას" გადაცემის - "გიორგი თარგამაძის ფორმულას" წამყვანი. სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (2011). სადოქტორო დისერტაციის თემა - "თანამედროვე საინფორმაციო ტელე-ჟურნალისტიკა და სამოქალაქო საზოგადოება", დაიცვა 2011 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 169; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.397 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |