შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ თედორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიზაბავრა, ასპინძის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1986 წელს. 1986-1990წწ. ახლციხის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მთავარი ინჟინერი; 1990-1994წწ. ახალციხის საბინაო-საექსპლუატაციო უბნის უფროსი; 1994-1995წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მთავარი მრჩეველი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტია, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, N39 ასპინძის საარჩევნო ოლქი; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.172 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |