შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოჩა თევდორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მექანიკა-მატემატიკის ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1987წწ. ქუთაისის საავტომობილო ქარხნის მთავარი კონსტრუქტორის სამმართველო, ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1987-1989წწ. ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, თეორიული მექანიკის კათედრის ასისტენტი; 1987-1989წწ. ქუთაისის 37-ე საშუალო სკოლა, პედაგოგი; 1989-1991წწ. დირექტორის მოადგილე სასწავლო-აღმზრდელობით დარგში; 1991-1993წწ. ქუთაისის 30-ე საშუალო სკოლა, მთავარი სპეციალისტი; ქ. ქუთაისის განათლების განყოფილება; 1991-1993წწ. ქუთაისის N1 საშუალო სკოლა, პედაგოგი; 1993-1994წწ. ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინფორმატიკისა და მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კათედრის მასწავლებელი; 1994-1995წწ. ქუთაისის ჰუმანიტარულ-პედაგოგიური ინსტიტუტი, პრორექტორი; 1995-2004წწ. ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის გიმნაზია, დირექტორი; 1998-2002წწ. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012-2013წწ. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველი მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.172 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |