The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით თოდრაძე

დავით თოდრაძე
დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1983წწ. მშენებლობის სამინისტროს N13 ტრესტი, ინჟინერი; 1983-1989წწ. ინსტრუქტორი, ინჟინერი, სექტორის გამგე, განყოფილების გამგის მოადგილე, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტი; 1990-1996წწ. კომერციული ფირმა "კვარი". დირექტორი; 1996-1999წწ. საქართველოს პარლამენტი, სპეციალისტი; 1999-2000წწ. დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი; 2000-2002წწ. საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, აქციზური მარკების სამსახურის უფროსი; 2002-2003 პოლიტიკური გაერთიანება "გაერთიანებული დემოკრატები", კოორდინატორი; 2003-2004წწ. თბილისის მერის ადმინისტრაციული ინსპექცია; სამმართველოს უფროსი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 174

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, თავჯდომარის მოადგილე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი , თავჯდომარის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია " ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წევრი (2008-2012)

გააზიარე: