The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი იაშვილი

ირაკლი იაშვილი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით 1984 წელს; მოსკოვის მსუბუქი მრეწველობის ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს.

1984-1986წწ. თბილისის უქსოვადი ქსოვილების ფაბრიკა, ცვლის ინჟინერი; 1990-1991წწ. თბილისის უქსოვადი ქსოვილების ფაბრიკა, დირექტორის მოადგილე; 1991-1996წწ. შპს "ვიქტორია", გენერალური დირექტორის მოადგილე; 1996-1999წწ. შპს "ჯორჯიანტრანსექსპედიციის" გენერალური დირექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008 წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვრდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 179

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ახალი მემარჯვენეები, წევრი
  • საქართველოს ნე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი მემარჯვენეები“" (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის , წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია" (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)

გააზიარე: