The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ოძელი

მიხეილ ოძელი
დაბადების თარიღი:9 აპრილი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს.

1963–1972წწ. ასწავლიდა თბილისის პლეხანოვის სახელობის კლუბთან არსებულ მუსიკალურ სტუდიაში; 1972 წლიდან იყო თბილისის მეტეხის სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ–სტუდიის მუსიკალური ნაწილის გამგე; შექმნილი აქვს: სიმფონიური და ვოკალურ–სიმფონიური ნაწარმოებები – კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტირსათვის(1967), "ხმა კატამონთან" ორატორია სოლისტის, გუნდისა და ორკესტრისათვის(1968), სიმფონიური პოემა(1970), ეკზერსისი დასარტყამი ინსტრუმენტებისათვის(1971), მუსიკა ორკესტრისათვის(1973, მიეძღვნა ახალგაზრდა კომპოზიტორთა შემოქმედებას), კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1974), "მრავალჟამიერ" ოდა სოლისტის, შერეული გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1975); კამერული ნაწარმოებები – დივერტისმენტი ნონეტისათვის(1966),  "ილია ჭავჭავაძის ოთხი ლექსი" ვოკალური ციკლი ქალთა ხმის, კლავესინისა და სიმებიანი ორკესტრისათვის(1974), სამი პარაფრაზი გ. ჩუბინიშვილის თემაზე სიმებიანი ორკესტრისათვის(1980), სიმებიანი კვარტეტი(1981); ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – ერთაქტიანი ოპერა(1978, ლიბრეტო ს. მრევლიშვილის), "პორგი და ბესი" საბალეტო ვერსია(1980, გერშვინის ოპერა "პორგი და ბესის" მიხედვით, ლიბრეტო მ. ლავროვსკის); მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის(მეტეხის სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრ–სტუდია, ზუგდიდის სახელმწიფო თეატრი); მუსიკა კინოფილმებისათვის; დღემდე აქტიურ შემოქმედებით და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 301


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1976-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, თავმჯდომარე (1979-19??)

გააზიარე: