The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ციალა პაპიაშვილი

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1937  (86 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1956–1964წწ. ასწავლიდა თბილისის სამუსიკო სკოლებში ფორტეპიანოს და მუსიკის თეორიის საგნებს; 1961–1963წწ. იყო საქართველოს რადიოს მუსიკალური რედაქტორი; 1963 წლიდან თბილისის I სმუსიკო სასწავლებლის მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი; დაწერილი აქვს: სტატიები პერიოდულ ბეჭდურ გამოცემებში – "XVIII პრაღის მუსიკალური გაზაფხული"(1963, "საბჭოთა ხელოვნება"), "მუსიკალური ინსტრუმენტები "ვეფხისტყაოსანში"(1966, "საბჭოთა ხელოვნება"), "ქართველი კომპოზიტორების ახალი ნაწარმოებები(1963, "ლიტერატურული საქართველო").

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 310


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1967-19??)
  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის გამგეობა, პასუხისმგებელი მდივანი (1963-1968)

გააზიარე: