The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა კაციტაძე

მამუკა კაციტაძე
დაბადების თარიღი:9 თებერვალი, 1966  (58 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საავტომობილო გზების ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1990 წელს და ამავე უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეცილაობით, იურისტის კვალიფიკაციით 2003 წელს.

1990 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებული პროფკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1990-1992წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი; 1992-1995წწ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; 1995-1996წწ. საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს სპიკერი; 1996-2002წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის განყოფილების გამგე; 2002 წელს სოციალურ, ჰუმანიტარულ საკითხთა და სტუდენტებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; 2002-2004წწ. ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე; 2004-2008წწ.  საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008წ. საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით2012 -2014წწ. თბილისის საკრებულოს წევრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 192

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეები", დამფუძნებელი და მთავარი კომიტეტის წევრი (2001-2019)
  • პოლიტიკური ორგანიზაცია "ლელო საქართველოსთვის", დამფუძნებელი, წევრი (2019-)
  • საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ვიცე-პრეზიდენტი (2002-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (2006-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია", წევრი, (2004-2006)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2008)

გააზიარე: