The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ დავითაშვილი

მიხეილ დავითაშვილი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1914
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 1991  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1953 წელს.

1938-1960წწ. მუშაობდა გაზეთ "ზარია ვოსტოკას" სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ; 1960-1985წწ. გაზეთ "სოფლის ცხოვრების" რედაქტორად; სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალის "საქართველოს სოფლის მეურნეობის" მთავარ რედაქტორად; მისი ინიციატივით თბილისში აშენდა "ჩაის სახლი"; მას ეკუთვნის მრავალი წიგნი სოფლის მეურნეობის თემაზე, მათ შორის: "საქართველოს გზებსა და სოფლებში", "რეპორტაჟი საქართველოდან", "ოქროს თაროები", "საქართველოს ცის ქვეშ", "ჩაი ჩვენი ქართული"; მისი წიგნები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ და სლოვაკურ ენებზე; მისი ერთ–ერთი წიგნის "კონსტანტინე ლესელიძის" მიხედვით გადაღებულია დოკუმენტური ტელეფილმი. მიღებული აქვს საკავშირო ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1967) წიგნისთვის "ჩაი ჩვენი ქართული", 1984 - საერთაშორისო ჟურნალისტთა ფედერაციის ი. ფუჩიკის სახელობის მედალი (1984). საზოგადო მოღვაწე, II მსოფლიო ომის მონაწილე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.277

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: