The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მირა ფიჩხაძე

მირა ფიჩხაძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1925
გარდაცვ. თარიღი:1991  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1948 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო).

1948 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას და თანამშრომლობდა რესპუბლიკურ და ცენტრალურ პრესასთან; 1948–1952წწ. ასწავლიდა თბილისის V მუსიკალურ სკოლაში, 1952–1972წწ. II სამუსიკო სასწავლებელში; 1950–1960წწ. იყო საქართველოს რადიოს მუსიკალური რედაქტორი; 1953–1959წწ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალურ–ლიტერატურული ნაწილის გამგე; 1973 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, 1976 წლიდან მუსიკალური თეატრის კათედრის დოცენტი და თეატრისა და კინოს სამეცნიერო–კვლევითი სექტორის უფროსი მეცნიერთანამშრომელი; დაწერილი აქვს: წიგნები("საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი" 1958,  "საქართველოს სახელმწიფო ხალხური სიმღერისა და ცეკვის დამსახურებული ანსამბლი" 1972, "ალექსანდრე შავერზაშვილი" 1983, "საქართველოს მუსიკალური კომედიის თეატრი"), ნაშრომები კრებულებად(1975 - "თ. ვახვახიშვილის მუსიკა კ. მარჯანიშვილის სპექტაკლში "ურიელ აკოსტა" - 1982, "ა. ბალანჩივაძის მუსიკა კ. მარჯანიშვილის სპექტაკლში"), სტატიები და რეცენზიები პერიოდულ ბეჭვდურ გამოცემებში, ჟურნალებში(1958, "ბ. კვერნაძის ახალი სავიოლინო კონცერტი", 1959 - "შალვა მშველიძის ინდური სიუიტა", 1972 - "რევაზ გაბიჩვაძე", 1973 -"დიმიტრი არაყიშვილი", 1980 -"ქეთო და კოტე"); ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ქართული ოპერეტის სათავეები", დაიცვა 1973 წელს.

წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 311


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირი, წევრი (1956-1991)
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, წევრი (1972-1991)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: