The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელდარ კვერნაძე

ელდარ კვერნაძე
დაბადების თარიღი:16 ივლისი, 1944  (77 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი სპეციალობით სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და ორგანიზაცია

1972 წელს; ასპირანტურა 1977 წელს.

1972-1977წწ. საქართველოს პროფსაბჭოს კაპიტალური მშენებლობის სამმართველო, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1977-1981წწ. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტი, დაგეგმვისა და დაფინანსების მთავარი სპეციალისტი; 1981-1985წწ. შრომისა და სოციალურ საკითხთა საკავშირო კვლევითი ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი; 1985-1997წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, დეკანის მოადგილე; 1997-2003წწ. შპს "კეს"-ის გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. თბილისის მერიის კაპიტალური მშენებლობის საქალაქო სამსახური, უფროსის მოადგილე; საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2012წწ. საქართველოს  მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 202

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, წევრი
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, თავმჯდომარის მოადგილე (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, თავჯდომარის პირველი მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობა, უმრავლესობის ლიდერის მოადგილე (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, წევრი (2008-2012)
  • საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012)

გააზიარე: